გრაფიტი

დიდი ხანია მინდოდა დამეპოსტა ჩემი ერთ -ერთი გატაცების შესახებ. ბავშვობიდანვე ვიყავი დაინტერესებული ხატვით, განსაკუთრებით გრაფიკული მხატვრობით. ვფიქრობ, რომ ბევრ თქვენგანს სიამოვნებას ანიჭებს სკოლის მერხებზე, კედლებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში საკუთარი ინიციალების დახატვა, პირადად მე ძალიან მიყვარს სკოლის კედლებისა და მერხების მოხატვა (:

მოდი გავიგოთ გრაფიტზე უფრო მეტი, დავიწყოთ თავიდან:

გრაფიტი   წარწერები ან ნახატები შენობებისა და გადასასვლელების კედლებზე, მატარებლის ვაგონებზე, ღობეებზე და სხვა ვერტიკალურ ზედაპირებზე. ზოგგან ფოლკლორის სახეობაც შეიძლება იყოს. ითვლება ახალგაზრდობის თვითგამოხატვის ერთ-ერთ სახეობად. თანამედროვე გრაფიტის მხატვრების თვითსახელწოდებაა “რაიტერები” .

გრაფიტი ხშირად უმსგავსო დაზიანებად და არასასურველ ვანდალიზმად აღიქმება საზოგადოების მიერ. გრაფიტის დატანა შენობის ან ნაგებობის კედლებზე პატრონის ნებართვის გარეშე მრავალ ქვეყანაში კრიმინალურ აქციათ ითვლება და კანონით ისჯება.

გრაფიტი უხსოვარდი დროიდან არსებობდა. მისი ზოგიერთი ნიმუში ძველი საბერძნეთისა და რომის იმპერიის პერიოდიდან შემორჩა. გრაფიტი შეიძლება იყოს ყველაფერი მარტივი ნაჩხაპნიდან რთულ ორნამენტულ კედლის მხატვრობამდე. თანამედროვე პერიოდში სასხურებელი საღებავები და მარკერები ყველაზე გავრცელებული მასალა გახდა გრაფიტიში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრგან იგი აკრძალულია, ზოგად მას სოციალური და პოლიტიკური ‘მესიჯების’ გადასაცემად იყენებენ. ზოგან იგი ხელოვნების ფორმაა, რომელიც გალერეებში გამოფენას იმსახურებს.

ახლა გავეცნოთ რაითერების “შედევრებს”:

ვისაც წარმოდგენა არ ქონდა, თუ რა იყო გრაფიტი, იმედია ახლა ყველაფერს მიხვდა.როდესაც ეს სურათები პირველად ვნახე, ძალიან მომეწონა, დიდი ხნის განმავლობაში ვათვალიერებდი ამ სტილის სურათებს და გადავწყვიტე მეც მეცადა ბედი შემდეგ სტილში (:

ყველაფერი დავიწყე შემდეგნაირად, ვეძებდი სასწავლო ვიდეოებს, რომლებიც ხშირად გვხვდება ინტერნეტ სივრცეში, ვათვალიერებდი სურათებს და ვცდილობდი მიმებაძა, გადამეხატა, შემდეგ კი ვიდეოების და სურათბის გარეშე ვცდილობდი ხატვას და ნამდვილად გამომდიოდა (ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ (:

ვიდეოებისა და სურათების შემდეგ ვათვალიერებდი გრაფიკულ “ანბანს”, რომლებიც ასევე ბევრი მოიპოვება. ამ საიტზე დავპოსტავ ჩემ საყვარელ “ანბან” :

ყველას წარმატებებს გისურვებთ, გაითვალისწინეთ რომ ეს პოსტი ამით არ დამთავრდება დავდებ ბევრს საინტერესო ფაქტებს სურათებს ვიდეოებს და კინოებს რომლებიც გრაფიტს ეხება.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s