- ერთხელ პოლარულ წყლები ცურვისას, სამგზავრო გემის მგზავრები, დილით საოცარი სანახაობის მოწმენი გახდნენ: წყნარი ზღვის ზედაპირზე, გემთან ახლოს რამდენიმე პატარა აისბერგი დაცურავდა. მგზავრების დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ გამოუცდელმა კაპიტანმა გემი სურათის გადასაღებად ერთ-ერთ მათგან ახლოს მიიყვანა. მიახლოების მომენტში გემმა უეცრად ნელ-ნელა, წყლიდან ზევით ასვლა დაიწყო. თურმე აისბერგის წყალში ჩაძირულ ნაწილში შვერილი ყოფილა, რომელზეც გემი შეჯდა, როდესაც აისბერგმა ნელ-ნელა დაიწყო გადაბრუნება, შვერილმა უმწეოდ დარჩენილი გემი ზევით ასწია. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა. გარკვეული დროის შემდეგ შვერილი ქვევით დაეშვა და უვნებელი გემიც წყალზე აღმოჩნდა, შემდეგ გემი იმ მიდამოებს მოშორდა. Continue Reading
Advertisements